"ცნობილი გამონათქვამები და ფრაზები სიყვარულზე"



ნამდვილი სიყვარული მოჩვენებას გავს. ყველა საუბრობს მასზე,მაგრამ ცოტაა ისეთი ვისაც თავისი თვალით უხილავს იგი“ - ფრანკო დე ლა როჩეფოკალდი

,,სიყვარული უბრალო სიტყვაა ,ვიდრე ისეთი ვინმე არ გამოჩნდება შენს ცხოვრებაში, ვინც მას მნიშვნელობას მისცემს “ - უცნობი ავტორი


,,სიყვარული ბრმა არაა. იგი უბრალოდ გვაძლევს საშუალებას დავინახოთ ის,რისი დანახვაც სხვებს არ შეუძლიათ“  - უცნობი ავტორი

,,სიყვარული არ არის გრძნობა,რომელიც იცვლება მაშინ, როდესაც მისი ალტერნატივა ჩნდება. შეიძლება ცხოვრება გართულდეს და ყველაფერი შეიცვალოს , მაგრამ ნამდვილი სიყვარული მუდამ უცვლელი რჩება“ - უილიამ შექსპირი

,,უყვართ იმიტომ,რომ უყვართ. სიყვარულს ახსნა არ სჭირდება“- პაოლო კოელიო (ალქიმიკოსი)

,,სიყვარული ოცნებაა, რომელიც მაშინ ასრულდება, როდესაც ერთმანეთს შევხვდებით“
- უცნობი ავტორი
,,მირჩევნია მქონდეს თვალები, რომელიც ვერ ხედავს, ყურები, რომელსაც სმენა არ აქვს, ვიდრე მქონდეს გული,რომელსაც სიყვარული არ შეუძლია’’ - რობერტ ტიზონი

,,მე შენ მიყვარხარ არა მხოლოდ იმის გამო,თუ ვინ ხარ, არამედ იმის გამოც თუ ვინ ვხდები მე, როდესაც შენთან ერთად ვარ“ - როი ქროფტი

,,ჩემი გული მუდამ შენს სამსახურშია“ - უილიამ შექსპირი

„სადღაც არსებობს ადამიანი, რომელიც შენს ღიმილზე ოცნებობს“ - უცნობი ავტორი

,,შენს თვალებში ჩემი ბედის ვარსკვლავებს ვხედავ“ - უცნობი ავტორი

,,ჩემი გული გამალებით ძგერს შენს მოლოდილში“ - ტერენტი გრანელი

,,შენი მეგობრობა იყო ის ყველაფერი, რაც ყოველთვის მსურდა, შენი სიყვარული კი ის რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი“  - უცნობი ავტორი

„სიყვარული ყვავილია, რომელსაც გამუდმებით მორწყვა სჭირდება" - უცნობი ავტორი

,,ქალის გული არის ყველაზე მნიშვნელოვანი შენაძენი, რაც შეიძლება კაცმა მიიღოს ამ ცხოვრებისაგან“  - ჯოსია გ. ჰოლენდი

,,მაშინ ვხვდებით,რომ ნამდვილად გვიყვარს, როდესაც სანაცვლოდ აღარაფერს ველით მისგან“ - უცნობი ავტორი

,,ყველა მშვენიერებისათვის არსებობს თვალი, რომელიც მას დაინახავს. ყოველი სიმართლისათვის ყური, რომელიც მას გაიგონებს და ყოველი სიყვარულისათვის გული , რომელიც მას მიიღებს“ - ივან პაპინი

,,ყველაზე მშვენიერი მდუმარება სწორედ მაშინ ჩამოწვება ხოლმე,როდესაც ტუჩები ერთმანეთს ხვდება“ - უცნობი ავტორი

,,სიყვარულია, ბედნიერების კარიბჭის გასაღები“ - ოლივერ ვენდელ ჰოლმსი
,,როდესაც გიყვარს არ გსურს დაიძინო, რადგან რეალობა სიზმარზე უკეთესია“ - დოქტორ სიუსი

,,მხოლოდ შენს გამოა,რომ ვიცი თუ რა არის სიყვარული“ - ჰერმან ჰესე

,,მოგყვები მაგრამ სხვა ქალწულთა სამზერად არა. მე ჩემი სატრფოს სილამაზით დავსტკბები მარად“ - იულიამ შექსპირი (რომეო და ჯულიეტა)

,, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ“ - გალაკტიონ ტაბიძე

,,თითო ყვავილი,რომ მომცა ყველა იმ წუთისათვის, რომელიც შენზე ფიქრში გავატარე, ალბათ შევძლებდი ყვავილების ბაღში მესეირნა“ - ალფრედ ლორდ ტენისონი

,,სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე“ - კონსტანტინე გამსახურდია

,,მიყვარხარ იმიტომ ,რომ მთელი სამყარო ხელს მიწყობდა შენ,რომ მეპოვნე“ - პაოლო კოელიო (ალქიმიკოსი)