
- განშორება ლამაზი სიზმრის შემდეგ ნანახ კოშმარს გავს.
 - ცრემლები სიტყვებია, რომლის გამოხატვა ჩვენს გულს არ შეუძლია.
 - ამ წუთამდე ვერც კი ვხვდებოდი, თუ რა მტკივნეული ყოფილა დამეკარგა ის,ვინც ჩემი არასოდეს ყოფილა.
 - რა ხდება, როდესაც შენს საოცნებო პრინცს პოულობ, მაგრამ შენ მისი საოცნებო კონკია არ ხარ?
 - ყოველთვის ჩემი იყავი, მაგრამ მხოლოდ ჩემს ოცნებებში.
 - სიყვარულისგან მიღებულმა სიამოვნებამ შეიძლება მხოლოდ რამოდენიმე წუთი გასტანოს, მაგრამ მისგან მოყენებული ტკივილი შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.
 - სიყვარულს ვერ იყიდი, მაგრამ შეიძლება ბევრი გადაიხადო მისთვის.
 - ძნელია თავი მოიტყუო, რომ გიყვარს, როცა ეს ასე არაა. უფრო ძნელია შენს თავს უთხრა, რომ არ გიყვარს, როდესაც ეს ნამდვილი სიცრუეა.
 - ნამდვილი სიყვარული არასოდეს ქრება, თუ მისი სინამდვილე ილუზია არ არის.
 - შენ უფრო მეტ ტკივილს მაყენებ ვიდრე მე ამას ვიმსახურებ. როგორ შეგიძლია იყო ასეთი სასტიკი? მე კი მიყვარხარ იმაზე მეტად ვიდრე შენ იმსახურებ. როგორ შეიძლება ვიყო ასეთი სულელი?
 - მე არ მენატრება ის. მენატრება ის ადამიანი, რომელიც ვფიქრობდი, რომ შენ იყავი.
 - ეცადო დაივიწყო ის ვინც გიყვარს ძალიან ჰგავს იმის მცდელობას, რომ გაიხსენო ადამიანი, რომელსაც არასოდეს შეხვედრიხარ.
 - ნამდვილი სიყვარული მოჩვენებას გავს, ყველა საუბრობს მასზე, მაგრამ ცოტაა ისეთი ვისაც თავისი თავლით უხილავს იგი.
 - თუ ნამდვილად გიყვარს ნება მიეცი, რომ წავიდეს, თუ უკან დაბრუნდება იგი მუდამ შენი იქნება, თუ არადა ჩათვალე, რომ იგი არაფერი ყოფილა შენთვის.
 - ყველაზე მხურვალე სიყვარულსაც კი შეიძლება ყველაზე ცივი დასასრული ჰქონდეს.
 - რა იქნებოდა, რომ ისევ პატარა ბაშვი ვიყო. ფაქტია, რომ მოტეხილი ხელი უფრო ადვილად შეიძლება გამრთელდეს, ვიდრე გატეხილი გული.
 - ეს არ არის რაიმე ვულკანის ამოხეთქვის მსგავსი და არც ისეთი რამე, რომლის ხმასაც ყველა გაიგონებს,მაგრამ ყველაზე მტკივნეული სწორედ ის არის, რაც მხოლოდ შენ გესმის.
 - განშორება გატეხილ სარკეს გავს. მისი შეკეთების მცდელობა უშედეგოა და ხშირად გაჭრილი ხელით სრულდება.
 - შენ შეგიძლია გიყვარდეს ის ვინც გსურს, მაგრამ მასაც შეუძლია ასე მოიქცეს.
 - განშორება ძლიერ ტკივილს გვაყენებს, თუმცა სინამდვილეში ის ერთი ნაბიჯით გვაახლოვებს მასთან, ვინც ნამდვილად ჩვენი ბედია.
 










